|
2018-07-16 12:48:26, 871 ნახვა
კომენტარი
თადუმაძე: საჭიროა ნასამართლეობის ინსტიტუტის რეფორმა, რადგან რაც გვაქვს, საბჭოთა გადმონაშთია
„საჭიროა ნასამართლეობის ინსტიტუტის რეფორმა, რადგან რაც გვაქვს, არის საბჭოთა გადმონაშთი“, - ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, არის დანაშაულები, რომელთა გაუთვალისწინებლობაც არ შეიძლება, მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა ნასამართლეობის მოხსნა. „რაც შეეხება „სისხლის სამართლის კოდექსს“, საჭიროა ნასამართლობის ინსტიტუტის რეფორმა, რადგან რაც გვაქვს, ეს არის საბჭოთა გადმონაშთი. არის დანაშაულები, რომლებზეც მიუხედავად იმისა, მოხდება თუ არა ნასამართლობის მოხსნა, არ შეიძლება ამ დანაშაულების გაუთვალისწინებლობა სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების დროს. მაგალითად, ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საერთაშორისო გამოცდილება არის ასეთი - პედოფილიაში მსჯავრდებული პირი 30 წლის შემდეგ არ შეიძლება აიყვანონ აღმზრდელად, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მას ნასამართლობა გასული აქვს, გარკვეულად ნდობის ხარისხსაც და რისკებს შეიცავს. „სისხლის სამართლის კოდექსში“ ამ მიმართულებით ცვლილებები უნდა განხორციელდეს”, – აღნიშნა შალვა თადუმაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)