11:05 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-16 11:10:58, 815 ნახვა

სამართალი
ქრთამის აღების ფაქტზე, შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე,  ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთ განყოფილების უფროსი ოფიცერი  დააკავეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომლის ფუნქციებში შედიოდა სატრანსპორტო საშუალებების შეჩერების, მათი ვიზუალური დათვალიერების და საქონლის თანმხლები საბუთების გადამოწმების გზით საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტების გამოვლენა და აღკვეთა, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით,  სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას ერთ-ერთ მოქალაქეს  მფარველობას დაპირდა. 

„ბრალდებულმა,  პირს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ქალაქ თბილისის გარკვეულ უბანში, მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ,   დღე - ღამის რა მონაკვეთში არ ხორციელდებოდა კონტროლი, რაც საშუალებას მისცემდა მას, უპრობლემოდ მოეხდინა საქონლის ტრანსპორტირება შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე.

აღნიშნული დახმარების სანაცვლოდ, ბრალდებულმა მოქალაქეს  ქრთამის სახით  500 ლარი  გამოართვა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9-წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
რუსეთმა შეზღუდა თევზის პროდუქტების მიწოდება ყველა სომხური საწარმოდან
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics