|
2018-07-14 23:19:40, 1005 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე გოცირიძეს - მართლაც გავხართ კანტს, მაგრამ მგონი წულუკიანის გავლენის ქვეშ ხართ, როგორც ფილოსოფოსი
„მგონი თეა წულუკიანის გავლენის ქვეშ ხართ, როგორც ფილოსოფოსი“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძეს, რომელმაც საკუთარი თავი გერმანელ ფილოსოფოსს, ემანუელ კანტს შეადარა. „მინდა მივმართო ბატონ რომან გოცირიძეს, რომელმაც თავისი თავი კანტს შეადარა. ბატონო რომან, მართლაც გავხართ კანტს, იმიტომ რომ მთავარი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა დღეს მარტომ მოახერხეთ ამ მნიშვნელოვან სხდომაზე მოსვლა. ეს მართლაც გამორჩეული თვისებაა, მაგრამ ერთი რამ მიკვირს, ამხელა ფილოსოფოსი თეა წულუკიანის ციტატებით რომ საუბრობთ ეს როგორ გავიგოთ, ნუთუ თქვენი საკუთარი ფრაზები და ციტატები არ გაგაჩნიათ“, - განაცხადა თალაკვაძემ. ცნობისთივს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე რომან გოცირიძემ განაცხადა: „დღევანდელი გამოსვლების მერე და მას შემდეგ, რაც მოვისმინე მთავრობის პროგრამა და შევხედე მთავრობას ვიზუალურად, გავაკეთე სერიოზული აღმოჩენა. თურმე ძალიან ვგავარ გენიალურ გერმანელ ფილოსოფოსს, ემანუელ კანტს - გარეგნულად კი არა, მე და კანტს, გვაქვს ერთნაირი იდეები. კანტმა ბრძანა: მე მუდამ მაოცებდა ორი რამ, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა და მორალური კანონები ჩემში. თურმე მეც ასე ვფიქრობდი, რომ ძალიან მაოცებდა ამ სამყაროში ორი რამ - მაღლა მოჭედილი ცა და დაბლა ბატონ ბიძინა ივანიშვილის საკადრო პოლიტიკა“.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)