|
2018-07-13 20:51:35, 805 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე - „ქართული ოცნების“ ზოგიერთი ყოფილი წევრი ეკლესიაშია, ზოგიც სხვაგან
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის შეკითხვას უპასუხა, რომელიც დაინტერესდა, სად არიან „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები. „ბატონო რომან, თქვენც კარგად გცოდნიათ ჩვენი გუნდის ყოფილი წევრები სად არიან და ჩემი პასუხიც ეგ იქნება. უკეთ იცით, როგორც ჩანს“, - მიმართა ბახტაძემ გოცირიძეს. დეპუტატმა მას კითხვა კიდევ ერთხელ გაუმეორა: „ანუ ეკლესიაში? მე ვთქვი, რომ ეკლესიაში ნახეს დღეს“. ბახტაძემ კი, საპასუხოდ აღნიშნა, „ზოგი ეკლესიაშია, ზოგი სხვაგან არის“. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილი მედიასთან დღეს პირველად გამოჩნდა. იგი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა. ჟურნალისტებს კითხვებს კვირიკაშვილმა არ უპასუხა და განაცხადა, რომ საჯარო აქტივობები დაასრულა: „რა პოლიტიკაზეა საუბარი, არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ პოლიტიკაზე, მე ღესასწაულზე ვარ მოსული. საჯარო აქტივობები უკვე დავასრულე და ეს არაერთხელ ვთქვი”.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)