|
2018-07-13 20:14:52, 823 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი გოცირიძეს: გიყურებდით ხოლმე ტელევიზორში და ვტიროდი
„გიყურებდით ხოლმე ტელევიზორში და საკუთარ თავსა და ჩემს თაობას ვტიროდი. დიდ იმედებს მაშინ თქვენ ჩვენში არ აღგვიძრავდით“, - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ რომან გოცირიძეს. მან რომან გოცირიძე გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ როდესაც ის მაღალ თანამდებობაზე იყო, მას და მის თანატოლებს უპერსპექტივო მომავალი ჰქონდათ. „თქვენ რომ მაღალი თანამდებობის პირი იყავით ერთ-ერთ სფეროში, მე მაშინ ვიყავი ბავშვი, ეხლა რომ თინეიჯერს ეძახიან და ისე კარგად მახსოვს ის უბედური დრო, როდესაც თქვენ მაღალ თანამდებობაზე იყავით და ჩვენ გვქონდა ასე ვთქვათ უპერსპექტივო ბავშვობა და ახალგაზრდობა, მათ შორის თქვენ მიერ გატარებული სხვადასხვა პოლიტიკების წყალობით. გიყურებდით ხოლმე ტელევიზორში და საკუთარ თავსა და ჩემს თაობას ვტიროდი. დიდ იმედებს მაშინ თქვენ ჩვენში არ აღგვიძრავდით. მჯერა, რომ დღეს, მე რომ იმ დროს ვიყავი იმ ასაკის ბავშვები გვიყურებენ და ცოტა უფრო მეტი იმედიანი თვალები აქვთ, უფრო მეტ იმედს უჩენს ჩემი გამოჩენა ტელევიზორში პატარა გოგონებს, რომლებისთვისაც ბევრი რამ გავაკეთე, რომ უფრო უკეთესი მომავალი ჰქონდეთ. ჩემ ცხოვრებაში დადგა დრო, როდესაც თეა ბავშვმა წულუკიანმა პასუხი გაგცათ იმაზე, რომ თქვენი პოლიტიკები მე უიმედობაში მაცხოვრებდა“, - მიმართა წულუკიანმა გოცირიძეს. გოცირიძემ წულუკიანის კომენტარს ინდური სერიალის სცენარი უწოდა. „კარგია, ინდური სერიალის სცენარია და ალბათ ძალიან ბევრი ახლა ცრემლებს დაღვრის“, - განაცხადა დეპუტატმა, რაზეც წულუკიანისგან ასეთი პასუხი მიიღო: „გეწყინათ ხომ ? არაუშავს ბატონო რომან, ბევრი წლის მერე გაგეცით პასუხი“.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)