|
2018-07-13 17:18:27, 1426 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე მარშანიას: ჩემი ყოველი დღე იწყება აფხაზეთზე ფიქრით და ყოველი საღამო ასე მთავრდება
„ჩემი ყოველი დღე იწყება ფიქრით აფხაზეთზე და ყოველი საღამო ასე მთავრდება“, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრ ადა მარშანიას. დეპუტატმა პრემიერი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მხარს არ დაუჭერს ისეთ პრემიერს, რომელიც ქვეყნის გამთლიანებას უპირველეს საკითხად არ აყენებს. „ქალბატონო ადა, მე იმიტომ ვამბობ, ჩემი ცხოვრების მთავარი პრიორიტეტია განათლება და ახალგაზრდობა, რომ სწორედ განათლებული საქართველო და ისეთი ტიპის ეკონომიკა, რომელიც მე აღვნიშნე, არის ერთადერთი სწორი გზა და ერთადერთი უალტერნატივო შეთავაზება ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეებისთვის. მე ეს ერთმნიშვნელოვნად განვაცხადე ჩემს პროგრამაში. ჩემი ყოველი დღე იწყება ფიქრით აფხაზეთზე და ყოველი საღამო ასე მთავრდება. რაც შეეხება ჩემ კავშირს და ემოციურ დამოკიდებულებას ამ ყველაფერის მიმართ, მინდა გითხრათ, რომ ჩემს ოჯახს აქვს პირდაპირი კავშირი ოჩამჩირესთან და იმ ტკივილთან, რომელიც თითოეული ქართველის გულშია. სწორედ აქედან გამომდინარე ვამბობ მე, რომ ეს არის ჩემი ცხოვრებისეული პრიორიტეტი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)