|
2018-07-13 17:06:08, 1152 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: მზად ვარ, ამ რეფორმების და ინიციატივების დანერგვაზე ავიღო შესაბამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა
„ახალი სამთავრობო პროგრამა კონკრეტულ შედეგებზეა ორიენტირებული და მას კონკრეტული გრაფიკი აქვს, რომელიც მკაცრად იქნება დაცული", - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ პარლამენტში, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების" სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა. პრემიერის თქმით, ახალი მინისტრთა კაბინეტი დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფესიების და გამოცდილების ადამიანებით, რაც იმის თქმის საფუძველია, რომ გუნდი თავს გაართმევს არსებულ გამოწვევებს, აგრეთვე, რეფორმათა პაკეტის იმპლემენტაციას. „გუნდი, რომელიც მე წარმოვადგინე დაკომპლექტებულია შესაბამისი პროფესიების და გამოცდილების ადამიანებით, რომლებმაც თავიანთ წინა კარიერაში და ან პოზიციებზე აჩვენეს ის შედეგი, რომელიც გვაძლევს ჩვენ იმის თქმის საფუძველს, რომ ეს გუნდი გაართმევს თავს იმ გამოწვევებს, რომელიც მე აღვნიშნე. აგრეთვე, იმ რეფორმათა პაკეტის იპმპლემენტაციას, რომელიც არის წარმოდგენილი. მე მზად ვარ, რომ ამ რეფორმების და ინიციატივების დანერგვაზე ავიღო შესაბამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)