|
2018-07-13 13:34:00, 649 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი: საპროკურორო საბჭოს შექმნას ვენეციის კომისიამ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რეფორმა უწოდა
„პროკურატურის რეფორმასა და საპროკურორო საბჭოს შექმნას ვენეციის კომისიამ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და თანამედროვე რეფორმა უწოდა“, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში საკომიტეტო მოსმენაზე გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, იუსტიციის სისტემისგან პროკურატურის ინსტიტუციური გამიჯვნა ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე დასრულდება. „მინდა, ასევე, შეგახსენოთ, რომ მე ვარ ის იუსტიციის მინისტრი, რომელმაც 2013 წელს მოიხსნა გენერალური პროკურორის უფლებამოსილება, რაც მანამდე წარმოუდგენელი და სასაცილოც იყო. ვენეციის კომისიამ საპროკურორო საბჭოს შექმნის რეფორმასა და იუსტიციის მინისტრის მიერ საპროკურორო უფლებამოსილების მოხსნას, რითაც პროკურატურის დეპოლიტიზაცია მოხდა, ევროპის მასშტაბით პროკურატურის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რეფორმა უწოდა. ეს თანამედროვე და ეფექტური რეფორმები გაგრძელდება. იუსტიციის სისტემისგან პროკურატურის ინსტიტუციური გამიჯვნა დასრულდება ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ის, ვინც საქართველოს ახალი გენერალური პროკურორი იქნება, ირაკლი შოთაძესთან ერთად დაწყებულ მტკივნეულ რეფორმებს − რომელსაც მე, სხვათა შორის, წარმატებას ვუსურვებ, ბოლომდე მიიყვანს", − განაცხადა თეა წულუკიანმა.
(NS)
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)