|
2018-07-12 16:21:39, 1952 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის სასამართლომ კარლეს პუჩდემონის ესპანეთში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო
გერმანიის სასამართლომ კატალონიის ყოფილი ლიდერის, კარლეს პუჩდემონის ესპანეთში ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ Aljazeera იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, მოსამართლემ პუჩდემონი დამნაშავედ მხოლოდ სახელმწიფო ხარჯების ბოროტად გამოყენებისთვის ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ ესპაენთში დაბრუნების შემდეგ, კატალონიის ყოფილი ლიდერის გასამართლება მხოლოდ აღნიშნული მუხლით შეიძლება მოხდეს. მედიის ცნობით, პუჩდემონს ასევე სახელმწიფო გადატრიალებაში ადანაშაულებდნენ, თუმცა გერმანიის სასამართლომ ამ მიმართულებით ის უდანაშაულოდ ცნო. პოლიტიკოსის ესპანური მხარისთვის გადაცემა უახლოეს მომავალში მოხდება. შეგახსენებთ, პუჩდემონი გერმანიის პოლიციამ დანიის საზღვართან 25 მარტს დააკავა. მოგვიანებით ის გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს. მანამდე დაპატიმრების საფრთხის გამო მან ფინეთი დატოვა. ცნობისთვის, 2 ნოემბერს ესპანეთის სასამართლომ კატალონიის მთავრობის 8 ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა შეუფარდა. მათ ბრალი ამბოხსა და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ედებათ. 8 ნოემბერს ესპანეთის საკონსტიტიუციო სასამართლომ კატალონიის პარლამენტის მიერ 27 ოქტომბერს მიღებული დამოუკიდებლობის რეზოლუცია უკანონოდ ცნო. დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთ საათში, ესპანეთის სენატმა კონსტიტუციის 155-ე აამოქმედა, რაც ბარსელონის ხელისუფლების მადრიდზე დაქვემდებარებას და რეგიონის ავტონომიის გაუქმებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)