|
2018-07-11 15:53:14, 1883 ნახვა
მსოფლიო
ტრამპს, ბრიუსელში ბელგიის ხელისუფლების არც ერთი უმაღლესი პირი არ დახვდა (ვიდეო)
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს, რომელიც გუშინ ბრიუსელში ჩავიდა, ბელგიის ხელისუფლების არც ერთი უმაღლესი პირი არ დახვდა, - ამის შესახებ Le Libre იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ტრამპს ბელგიის მეფე, პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა დახვედროდნენ, თუმცა თეთრი სახლის ლიდერის ჩამოფრენის დროს ისინი ქვეყანაში არ იმყოფებოდნენ. მედიის ცნობით, ამერიკის ლიდერს საგარეო უწყების პროტოკოლის უფროსი, ბელგიაში აშშ-ის ახლადარჩეული ელჩი, ნატო-ში ამერიკის ელჩი და ევროკავშირიში ამერიკის ელჩი დახვდნენ. სააგენტო იტყობინება, რომ ტრამპის თვითმფრინავი არა საერთაშორისო აეროპორტში არამედ, ახლოს მდებარე სამხედრო აეროდრომზე დაჯდა. თეთრი სახლის ლიდერი ბელგიას მეუღლესთან, მელანია ტრამპთან ერთად ეწვია. მისი ვიზიტი ნატო-ს სამიტს უკავშირდება, რომელიც 2 დღის განმავლობაში ბრიუსელში ჩატარდება. რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ არ დახვდნენ ამერიკის პრეზიდენტს ბელგიის ხელისუფლების წევრები, Le Libre იუწყება, რომ ბელგიის მეფე ფილიპე და საგარეო საქმეთა მინისტრი დიდიე რეინდერსი სანქტ-პეტერბურგში იმყოფებოდნენ და საფეხბურთო მატჩს თვალყურს სტადიონიდან ადევნებდნენ. ტრამპის ჩამოფრენის დროს ბელგიის საფეხბურთ ნაკრები საფრანგეთს ეთამაშებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)