|
2018-07-11 13:30:20, 1810 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: რუსეთმა გერმანია მძევლად აიყვანა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთთან ენერგეტიკული შეთანხმების გამო გერმანია გააკრიტიკა, - შესაბამისი განცხადება თეთრი სახლის ლიდერა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის დროს გააკეთა, ტრამპის შეფასებით, რუსეთს გერმანიაზე სრული კონტროლი აქვს დამყარებული. "სამწუხაროა, როდესაც გერმანია რუსეთთან მასშტაბურ შეთანხმებას აღწევს და მისგან დიდი ოდენობით ნავთობის და გაზის მიღებას აპირებს. ახალი გაზსადენის აშენების შემდეგ გერმანიაში ბუნებრივი გაზის მიწოდების 70% რუსეთიდან შემოვა.მიმაჩნია, რომ რუსეთმა გერმანია მძევლად აიყვანა, რადგან ბერლინი მოსკოვისგან დიდი ოდენობით ენერგიას იღებს. ჩვენ ვიზავთ გერმანიას, ვიცავთ საფრანგეთს და სხვა ქვეყნებს, თუმცა ბევრი ქვეეყანა რუსეთთან შეთანხმებებს აფორმებს და მოსკოვს მილიარდობით დოლარს უხდის. ჩვენ გიცავთ რუსეთისგან, თქვენ კი, მათ ფულს უხდით. ასე საქმე არ წავა", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)