|
2018-07-11 11:44:25, 810 ნახვა
კომენტარი
თადუმაძე - პროკურატურის მთავარი პრობლემა საზოგადოების დაბალი ნდობაა
"მთავარი პრობლემა რაც პროკურატურაშია, ეს არის საზოგადოების დაბალი ნდობის ხარისხი და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი, რომელიც კვლავ დიდ გამოწვევად რჩება”, - ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც თადუმაძემ აღნიშნა, იგი დღეს საპროკურორო საბჭოს საკუთარ ხედვას წარუდგენს, რომელიც უწყების განვითარებას შეუწყობს ხელს. „მე წარვდგები დღეს საბჭოს წინაშე და წარვუდგენ იმ ხედვას, რომელიც გამაჩნია პროკურატურის განვითარებასთან დაკავშირებით. ეს ხელს შეუწყობს ერთის მხრივ მაღალი საზოგადოებრივი ნდობის ხარისხი მოიპოვოს ამ უწყებამ და მეორე მხრივ, კომპლექსური ხედვით მოხდეს იმ პრობლემის გადაჭრა, რასაც სამართლიანობის აღდგენა ჰქვია. ამ რეფორმის განხორციელების ფარგლებში ჩვენ მივიღებთ სამართლიან პროკურატურას, თავდაჯერებულ პროკურორს და ღია სახელმწიფო უწყებას, რომელსაც მაღალი საზოგადოებრივი ნდობა ექნება“, - განაცხადა შალვა თადუმაძემ. ცნობისთვის, საპროკურორო საბჭომ დღეს მთავარი პროკურორობის კანდიდატი უნდა შეარჩიოს. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ საპროკურორო საბჭოს მთავარი პროკურორობის 3 კანდიდატი შესთავაზა: ნინო გოგნიაშვილი, შალვა თადუმაძე და შალვა შავგულიძე. თუმცა, შალვა შავგულიძემ ცოტა ხნის წინ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)