20:23 - 18 Aug, 2026
|
2018-07-10 15:35:50, 2036 ნახვა
მსოფლიო
ტაილანდში მაშველებმა დატბორილი გამოქვაბულიდან ყველა ბავშვი ამოიყვანეს
ტაილანდში მაშველებმა დატბორილი გამოქვაბულიდან ყველა ბავშვი ამოიყვანეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გამოქვაბულიდან გამოყვანილი მე-12 მოზარდი და მისი მწვრთნელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მედიის ცნობით, სამაშველო სამუშაოები დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შეგახსენებთ, რომ იუნიორთა საფეხბურთო გუნდის 12 წევრი და გუნდის მწვრთნელი გამოქვაბულში 23 ივნისს შევიდნენ. წყალდიდობის გამო, მათ გამოქვაბულის დატოვება ვერ შეძლეს, რის გამოც მათ მღვიმეში 10 დღის გატარება მოუწიათ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)