|
2018-07-10 10:15:25, 561 ნახვა
რეგიონი
ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა
ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში გაკეთდა მარჯვენა მაგისტრალური არხის 24 -კილომეტრიანი მონაკვეთის ტრაპეციული კვეთის ტორკრეტირება. რემონტი ჩაუტარდა სხვადასხვა ჰიდროტექნიკურ ნაგებობას. განხორციელებული პროექტის შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 9500 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდა სარწყავი წყლის მიწოდება. შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ ბუკიამ, და მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა, აღდგენილი საირიგაციო სისტემა დაათვალიერეს და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდნენ. ასევე იმყოფებოდნენ იმ ფართობებზე, რომლებიც რეაბილიტირებული სისტემიდან ირწყვება, მათ შორის 1300 ჰექტარზე გაშენებული ნუშის პლანტაციაში, სადაც წვეთური მორწყვის სისტემებია მოწყობილი. სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინასნებით "ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების" პროექტის ფარგლებში განხორციელდა. კახეთში "ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების" პროექტის ხელმძღვანელი, მსოფლიო ბანკის ადგილობრივი წარმომადგენელები და ექსპერტებიც იმყოფებოდნენ.
(NS)
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)