|
2018-07-09 17:34:09, 2098 ნახვა
მსოფლიო
სააკაშვილი უკრაინელებს: არ დაიჯეროთ, თითქოს საქართველოში დაბრუნებას და არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებ
"არ დაუჯეროთ ყალბ ნიუსებს, თითქოს საქართველოში დაბრუნებას და არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებ", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Facebook გვერდზე გავრცელებულ ვიდეო-მიმართვაში განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ეს მის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილი. "ეს ყველაფერი არის მანიპულაცია იმ მიზნით, რომ თქვენ, უკრაინის მოსახლეობას, შეგიქმნან შთაბეჭდილება, თითქოს მე მუდმივად აზრს ვიცვლი, იმასთან დაკავშირებით, თუ რისი კეთება მსურს. ინტერვიუების დროს მეკითხებიან - მეშინია თუ არა საქართველოში დაბრუნების, რაზეც ვპასუხობ - მომცენ პასპორტი, რათა ქვეყანაში ჩასვლა შევძლო და მერე ვნახავთ ვის ვისი ეშინია. ამ პასუხს, მედია საშუალებები ატრიალებენ ისე, როგორც მათ სურთ. ანუ თითქოს მე საქართვველოს მოქალაქეობის დაბრუნებას ვითხოვ და იქ ჩასვლას ვაპირებ, რათა რაღაც პოსტზე კენჭი ვიყარო. კი, მე ჩავალ საქართველოში, რათა მხარი დავუჭირო ერთიან კანდიდატს, რომელიც რუსეთის მიერ დანიშნულ, ყაჩაღ ივანიშვილს შეებრძოლება. თუმცა, პოროშენკომ რაც არ უნდა თქვას, მე უკრაინის მოქალაქე ვარ და შემიძლია უკრაინელებისთვის, წარმატებული ქვეყანა ავაშენო, რომელიც ცხოვრების დონით შვეიცარიას დაემსგავსება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)