06:42 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-01 17:26:45, 556 ნახვა

პოლიტიკა
ხმაურზე ჯარიმა, შესაძლოა, მხოლოდ ღამის საათებში დაწესდეს

პარლამენტში ხმაურთან დაკავშირებით კანონპროექტის მეორე ვერსია დარეგისტრირდა.

ცვლილება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“  შედის,  რომლის თანახმადაც ღამის საათებში, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე, ხმაურის დონე თუ  30 დბ-ს აღემატება, ფიზიკური პირი 150 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი, 500 ლარით. 

თუ იგივე ქმედება განმეორებით იქნება ჩადენილი, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებიდან ერთი წლის განმავლობაში, ჯარიმა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის გაორმაგდება. 

ცნობისთვის, კანონპროექტის პირველი ვერსია, ხმაურზე ჯარიმების დაწესებას დღის საათებშიც ითვალისწინებდა. დღის საათად  07:00-დან 23:00 საათამდე განისაზღვრებოდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics