|
2018-07-06 19:53:21, 745 ნახვა
კომენტარი
შავგულიძე: „ოცნებამ“ არ აიღო პასუხისმგებლობა, თავად დაებლოკა მისთვის არასასურველი პროკურორობის კანდიდატი
„ქართულმა ოცნებამ“ არ აიღო პასუხისმგებლობა თავად დაებლოკა პროკურორის პოსტზე მისთვის არასასურველი კანდიდატი, როგორადაც ალბათ მე მოვიაზრები“, -ამის შესახებ მთავარი პროკურორობის კანდიდატმა შალვა შავგულიძემ ბრიფინგის დროს განაცხადა. „მოხდა ის რაც მოსალოდნელი იყო, „ქართულმა ოცნებამ“ არ აიღო პასუხისმგებლობა თავად დაებლოკა პროკურორის პოსტზე მისთვის არასასურველი კანდიდატი, როგორადაც ალბათ მე მოვიაზრები, მაგრამ ის ამ დავალებას მისცემს, რა თქმა უნდა, საპროკურორო საბჭოს. შექმნილ ვითარებაში მხოლოდ ძლიერ საზოგადოებრივ წნეხს შეუძლია აიძულოს „ქართული ოცნება“, რეალურად დათმოს მთავარი პროკურორის პოზიცია“, -აღნიშნა შავგულიძემ. მთავარი პროკურორობის კანდიდატმა ასევე განმარტა, რომ აუცილებელია ახალი პროკურორი გახდეს სისტემისგან დამოუკიდებელი პირი, რომელზეც მმართველ ძალას გავლენის მოხდენა არ შეუძლია. „მთავარი და უმთავრესი პრობლემა არის ის რომ მთავარმა პროკურორმა უნდა შეძლოს პროკურატურის დამოუკიდებლობა პოლიტიკური გავლენებისგან, უმთავრესად მმართველი პოლიტიკური ძალისგან. ეს არის მთავარი პრობლემა, რაც სჭირს ჩვენს პროკურატურას ჩვენი ბოლო ისტორიის მანძილზე. სისტემის გავლენა მთავარ პროკურორებზე მდგომარეობს იმაში, რომ ადვილად შეუძლია მმართველ ძალას ის პოსტიდან და თუ ამ მოხსნის არ შეეშინდება პროკურორს და ის განახორციელებს იმას, რაც უნდა განახორციელოს, რა თქმა უნდა, მის ზემოთ ფორმალურად უფროსი არ არის, მის ზემოთ უნდა იყოს მხოლოდ კანონი და სამართალი და მას ამის გაკეთება შეუძლია, მანამ სანამ ის იქნება პოსტზე“,- აღნიშნა შალვა შავგულიძემ.
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)