00:34 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-07-05 14:30:16, 517 ნახვა

რეგიონი
ტურიზმის დეპარტამენტი აჭარის პოპულარიზაციას სამიზნე ქვეყნებში აგრძელებს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას სამიზნე ქვეყნებში აგრძელებს.

ამჯერად, აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ მასალებს ბელარუსი, აზერბაიჯანელი და უკრაინელი ჟურნალისტები ამზადებენ. დეპარტამენტის მოწვევით ისინი ამ ეტაპზე ქობულეთის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. სამი დღის განმავლობაში პრესტურის მონაწილეებმა გადაიღეს თუ სად და როგორ შეიძლება დაისვენოს ტურისტმა ქობულეთში, რა შეიძლება ნახოს და სად შეიძლება ზღვაზე დასვენების პარალელურად იმოგზაუროს. 

ჟურნალისტების ობიექტივში მოხვდა ქობულეთის ზღვისპირა პარკი და სანაპირო ზოლი, პეტრას ციხე, კინტრიშის ეროვნული პარკი, აგროსერვისცენტრის ღვინის მარანი, მდინარე კინტრიშზე არსებული საკალმახე მეურნეობები და ზოგადად, ქობულეთის ტურისტული ინფრასტრუქტურა. გარდა უშუალოდ ქობულეთში არსებული ტურისტული პროდუქტებისა მათ ასევე, გადაიღეს ქალაქთან ახლოს მდებარე ატრაქციონების პარკი „ციცინათელა“ და  „მუსიკოსების პარკი“ შეკვეთილში. 

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონში 20-მდე პრეს და ინფოტური გაიმართა სამიზნე ქვეყნებიდან, რომლის ფარგლებშიც აჭარის ტურისტულ პოტენციალს ჟურნალისტები და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები გაეცნენ. სამიზნე ქვეყნების რეიტინგული ტელევიზიების გარდა აჭარის შესახებ სიუჟეტები მოამზადა ევრონიუსმა და დოიჩე ველემ. ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით  რეიტინგული მედიასაშუალებებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლების მოწვევას აჭარაში წლის ბოლომდე გააგრძელებს. 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics