20:14 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-29 16:55:07, 830 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე - სამწუხაროდ, ვაჩეიშვილს და მის მეუღლეს რაიმე ხელშესახები ინფორმაცია გამოძიებისთვის არ მიუწოდებიათ

 „ადამიანური და მორალური თვალსაზრისით ძალიან რთული მოსასმენი იყო მოწმე ნიკოლოზ ვაჩეიშვილისა და მისი მეუღლის, დიანა ბოლოთაშვილის ჩვენებები, თუმცა რაიმე ახალი, ხელშესახები ინფორმაცია, რომ გამოძიებას მიეცეს, სამწუხაროდ, არ უთქვამთ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საგამოძიებო კომისიის წევრმა, მამუკა მდინარაძე განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ისინი ყვებოდნენ დეტალებს, მათ შორის, დაჭრის შემდეგ და მოვლენებს დეტალურად აღწერდნენ.

 „როდესაც ამ საქმეს, შესაძლოა, სავსებით სამართლიანად საზოგადოებრივი პროტესტი მოჰყვა, მაშინ სამი მთავარი კითხვა იყო. ეს სამი კითხვა ფარდულსა და მის დანგრევას, გაღუნულ დანას და სუბელიანის თემას შეეხებოდა. სუბელიანი დღეს დაკავებულია. მეორე დღესვე აღმოჩნდა, რომ დანა გაღუნული არ არის და ამაზე კითხვის ნიშნები პრაქტიკულად აღარ რჩება. ფარდულს რაც შეეხება, მისი აღდგენა სანტიმეტრების სიზუსტით შეიძლება. ვიღაცას ფარდული შეგნებულადაც დაენგრია, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და საქმესთან დაკავშირებით არანაირი გავლენა არ შეიძლება მოახდინოს. დღეს აბსოლუტურად სხვა ტიპის კითხვები ჩნდება. რატომ არ დაიკითხნენ ის ადამიანები, რომლებიც მაგალითად გამოკითხეს პოლიციელებმა და მათთან ოპერატიული მუშაობა ჰქონდათ გაჩაღებული. საქმეში მათი დაკითხვის ოქმები არ არის და მათი დაკითხვა შემდეგ ოფიციალურად ხდება. ამ კითხვებზე პასუხებისთვის შსს-ს თანამდებობის პირები და გამომძიებელი დაბარებულია. ამ კითხვებს ამომწურავი პასუხები უნდა გაეცეს და ეს კითხვები ჩვენ აუცილებლად გვექნება, მათ შორის ძალიან კრიტიკული მიმართულებითაც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კითხვაზე, რატომ არ დაიკითხა ქალი, რომლის სახლის ფანჯრები იმ ფარდულის მხარეს არის, სადაც დაპირისპირება მოხდა, მდინარაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ პირს დღესვე გამოკითხავენ. რაც შეეხება კითხვას, დევს თუ არა საქმის მასალებში მოწმე იორდანიშვილის ჩვენება, მდინარაძე პასუხობს, რომ მისი ჩვენება საქმეში არის. „ეს ადამიანი ის კაცია, რომელიც ყველაფერს რამდენიმე მეტრიდან უყურებს და დღეს ამბობს, რომ არაფერი დაუნახავს და არ ახსოვს. ამ საქმის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics