|
2018-06-29 15:26:17, 1017 ნახვა
სამართალი
აბესაძე: არსებობს ათეულობით თვითმხილველი, რომელიც სამწუხაროდ, გამოძიების ეტაპზე არ დაკითხულა
არსებობს ათეულობით თვითმხილველი, რომელიც სამწუხაროდ გამოძიების ეტაპზე არ დაკითხულა და გამოძიებას ეს შესაძლებლობა არ გამოუყენებია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კომისია თვითმხილველების დაკითხვას დღეს გააგრძელებს. „არსებობს ათეულობით თვითმხილველი, რომელიც სამწუხაროდ გამოძიების ეტაპზე არ დაკითხულა. ამ ადამიანებით შს სამინისტროს წარმომადგენლები არ დაინტერესებულან და ზოგადად, უნდა ვთქვათ, რომ თვითმიხლველებიდან ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა გამოძიებას არ გამოუყენებია. ეს ადამიანები დაიკითხნენ ძალიან გვიან და ზერელედ. არ დასმულა არც ერთი ისეთი კრიტიკული კითხვა, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მეტი ინფორმაციის მიღებას. ჩვენ რა თქმა უნდა დავსვათ ამ შეკითხვებს. სამწუხაროდ, არ ვიცი თვითმხილველები დღეს, 7 თვის გასვლის შემდეგ, იმ ტრაგიკული შემთხვევიდან რამდნენად შეძლებენ დეტალების აღდგენას. ჩვენ ვალდებული ვართ ეს ადამიანები გამოვკითხოთ. მომდევნო დღეებში გავაგრძელებთ საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლების დაკითხვას, რომელთა შეხებამაც 1,2 კომისიის ფარგლებში დაგვანახა, რომ ბევრ კითხვაზე, რომელიც მასალების წაკითხვის შემდგომ გაჩნდა, სამწუხაროდ პასუხი არ აქვთ“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)