|
2018-06-28 18:06:58, 1009 ნახვა
სამართალი
სასამართლომ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო
დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 8 წელი მიესაჯა, თუმცა ამნისტირებული მუხლების გათვალისწინებით, 6-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ მიღებული განაჩენის გამოცხადების შემდეგ პოლიტიკური სარჩული გამორიცხა. „ამ ეტაპზე სასამარლო მხოლოდ ერთ გარემოებაზე გაამახვილებს ყურადღებას და კატეგორიულად გამორიცხავს მიხეილ სააკაშვილის მსჯავრდებას პოლიტიკური მოტივებით. მოცემულ საქმეზე გამოძება დაწყებულია 2005 წლის ივლისის თვეში დეპუტატ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული თავდასხმის დროს, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი იყო მიხეილ სააკაშვილი“,- განაცხადა მოსამართლე შორენა გუნცაძემ. საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პროკურატურა ეთანხმება, თუმცა ვალერი გელაშვილის მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლოსთვის სააკაშვილს მაქსიმალური სასჯელი უნდა მიესაჯა, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)