|
2018-06-27 15:40:14, 755 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე - ვერც განათლება, ვერც სპორტი და ვერც კულტურა იქნება წარმატებული ცალკე აღებული, ეს უნდა იყოს ერთიანობაში
„ჩვენი შეხედულებით, ვერც განათლება, ვერც სპორტი და ვერც კულტურა ვერ იქნება წარმატებული ცალკე აღებული. ეს უნდა იყოს ერთიანობაში იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ ისეთი მოქალაქეები და ისეთი სისტემა, სადაც გვეყოლება განათლებული ადამიანები, ძალიან მაღალი მორალითა და ფასეულობებით და, რა თქმა უნდა, სპორტული, ჯანსაღი ცხოვრების პრინციპით მცხოვრები ახალგაზრდები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდის ბუტანიკურ ბაღში, ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ყურადღება მეტი ახალგაზრდული სივრცის საჭიროებაზე გაამახვილა, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, მათ შორის აფხაზი ძმებისთვის. „ჩვენ გვჭირდება მეტი ახალგაზრდული სივრცე და ამიტომ დღეს მე იცით, რომ განვაცხადე ძველი პარკის ტერიტორიაზე ახალი სპორტული კომპლექსის მშენებლობის შესახებ, რომელსაც ძალიან მოკლე ვადაში დავიწყებთ. ზუგდიდში აუცილებლად იქნება ოლიმპიური პარამეტრების მქონე აუზი, სადაც ძალიან ბევრ საერთაშორისო ტურნირს ჩავატარებთ. უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ეს ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ხელმისაწვდომი და თვალნათელი უნდა იყოს ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეებისთვის, ყველასთვის, ვისაც სურს, რომ ახალგაზრდულმა ენერგიამ თავისი გზა და კალაპოტი იპოვოს და ეს ყველაფერი აისახოს ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე, წინსვლაზე“, - აღნიშნა პრემიერმა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)