|
2018-06-26 15:05:41, 820 ნახვა
კომენტარი
მაია ცქიტიშვილი - მასობრივი შემცირებები არ იქნება, საუბარია მართვის ოპტიმალურ ცვლილებებზე
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობაში განხორციელებული ოპტიმიზაცია ბიუროკრატიულ ხარჯებს შეამცირებს. . როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება პირველ რიგში, უფრო მცირე და ეფექტიან მმართველობას ემსახურება. "ეს გადაწყვეტილება არის გაგრძელება იმ პოლიტიკის, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ნაბიჯი არის წინ გადადგმული ამ მიმართულებით. ჩვენ დავისახეთ მიზნად, რომ სახელმწიფო აპარატისა და ბიუროკრატიის ხარჯები იყოს დაფიქსირებული მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში 3,19%-ის ოდენობით. ეს ძალიან ამბიციური განაცხადია, იმიტომ რომ ეს მაჩვენებელი არის განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში. ამისთვის კი, საჭიროა სტრუქტურული ცვლილებები. ჩვენ გვჭირდება გარკვეული პერიოდი იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი სტრუქტურების ოპტიმიზიაცია და გადაწყობა. მნიშვნელოვანია, პირველ რიგში გადანაწილებული ფუნქციები შევასრულოთ ეფექტურად და მეორეს მხრივ, ამ ხარჯების მაჩვენებელი გავახადოთ რეალური“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. მანვე განმარტა, რომ სტრუქტურული ცვლილებები არ აისახება კადრების შემცირებაზე. „მცირე მთავრობის კონცეფცია, პირველ რიგში ემსახურება მართვის ოპტიმალურ ცვლელებებს და არა საკადრო შემცირებას. ანუ ეს იმისთვის კი არ კეთდება, რომ ჩვენ შევამციროთ ხალხი, შესაბამისად არ გვაქვს საუბარი მასობრივ შემცირებებზე. საუბარია პირველ რიგში მართვის ოპტიმალურ ცვლილებებზე. სახელმწიფო იღებს იმ გადაწყვეტილებას, რომ ბიუროკრატიის ხარჯები არ უნდა გაიზარდოს. პირიქით, ის უნდა შემცირდეს, ეკონომიკის ზრდასთან ერთად არ უნდა იზრდებოდეს ბიუროკრატიის ხარჯები“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა. ცქიტიშვილის განცხადებით, განახლებული მინისტრთა კაბინეტი პარლამენტში კანონპროექტის განხილვის შემდეგ გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი „როგორც ბატონმა მამუკამ ახსენა კონსულტაციები დასრულებულია. ამ ეტაპზე ჩვენ პარლამენტს გადავუგზავნით კანონპროექტს და უკვე პარლამენტი უზრუნველყოფს ამ კანონპროექტის განხილვას. იმედი გვაქვს, რომ პარლმენტი მიიღებს ამ კანონს ასეთი სახით და მას შემდეგ ჩვენ გვექნება უფელება წარვსდგეთ განახლებულად“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)