|
2018-06-26 14:37:01, 856 ნახვა
კომენტარი
სოზარ სუბარი: ახალ მთავრობაში ვერ მიხილავთ და ვერც პრეზიდენტობის კანდიდატად
ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, მთავრობის ახალ წევრებთან დაკავშირებით ინფორმაცია უახლოეს მომავალში გაჟღერდება. როგორც მინისტრმა განმარტა, შესაბამის განცხადებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გააკეთებს. „ძალიან კარგად მესმის, რომ პიროვნებებთან დაკავშირებით ინტერესი საკმაოდ დიდია, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თავად გააკეთებს განცხადებას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. ძალიან ცოტა დრო დარჩა შესაბამის ცვლილებებამდე. დაახლოებით მომდევნო კვირის ბოლომდე პარლამენტი შეძლებს ამ კანონპროექტის დამტკიცებას და შესაბამისი ცვლილებები ძალაში შევა“, - აღნიშნა მან. კითხვაზე - რას აპირებს მას შემდეგ რაც მისი სამინისტრო გაუქმდება, სუბარმა აღნიშნა, რომ საკუთარ გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს. დაიკავებს თუ არა სხვა სამინისტროს ხელმძღვანელი პირის თანამდებობას მინისტრმა განაცხადა, რომ „არა“. „ჩემს გეგმებტან დაკავშირებით მოგვიანებით გაიგებთ. ერთადერთი პასუხი, რაც შემიძლია დანამდვილებით გითხრათ ეს არის, რომ - არა. ახალ მთავრობაში ვერ მიხილავთ”, - განაცხადა სუბამრა. მისივე თქმით, ის არც პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
შსს: ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ერთ დღეში 20 000 რუსეთის მოქალაქე შევიდა, დეზინფორმაციაა
მდინარაძე ღარიბაშვილზე - როდესაც კორუფციას ასე უკომპრომისოდ დავუპირისპირდით, იმისთვისაც მზად ვართ, რომ მსგავსი ბრალდებები იქნება
რუსეთის საბაჟო სამსახური: ზემო ლარსის გავლით მგზავრთა ნაკადმა რეკორდი მოხსნა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)