|
2018-06-25 16:55:51, 1375 ნახვა
სამართალი
პროკურორი - ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობაში მიხეილ კალანდიას თანამონაწილეობა არ იკვეთება [ვიდეო]
ხორავას ქუჩაზე გასული წლის 1 დეკემბერს მომხდარი კონფლიქტის დროს, ერთ-ერთი მოზარდის, მიხეილ კალანდიას მხრიდან მკვლელობაში თანამონაწილეობა არ იკვეთება, - ასე უპასუხა საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ საგამოძიებო კომისიის მდივნის, ოთარ კახიძის შეკითხვას - „როდესაცდავით სარალიძეს ორი პირი დანას ურტყამს, ხოლო მიხეილ კალანდიას ის ხელით ყავს გაკავებული, არის თუ არა ეს მკვლელობაში თანამონაწილეობა?“. როგორც ფხაკაძემ განმარტა, დანაშაული, რომელიც შეიძლება კალანდიას ჩაედინა, შესაძლოა, მხოლოდ ცემის მუხლით დაკვალიფიცირდეს. „მ.კ. როდესაც მიდის ფარდულამდე, სასამართლო სხდომის ოქმებში რაც ფიქსირდება იმის ციტირებას ვახდენ, იმ მომენტში უკვე გ.ბ.-ს, ჩვენი ვერსიით, დაჭრილი ჰყავს დათო სარალიძე, შესაბამისად, საქმის გარემოებებით, არ დასტურდება, რომ გ.ბ. როდესაც დანას არტყამს დათო სარალიძეს, იქვე იმყოფება მ.კ. და ურტყამს მუშტებს სარალიძეს. როგორც კი მ.კ. მიდის ფარდულთან, გ.ბ. შემობრუნებულ დათოს არტყამს და გადადის „პასატის“ ავტომანქანის მიმართულებით. მ.კ. თვითონ საუბრობს და განმარტავს, რომ გ.ჯ. როდესაც ურტყამს დათოს, ექაჩება და მარცხენა მხარეს ურტყამს ხელს. ამის განზრახვა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი რა არის? კალანდიას მიზანი ის კი არ არის, რომ დაუჭიროს და გაუკავოს სარალიძეს ხელი, მისი მიზანი არის, რომ მოაშოროს დათო სარალიძე გ.ჯ.-ს, რომელიც დაბლა ყავს დაჭერილი ხელებით. რაც შეეხება სიტყვას „მოეშვა“ კალანდიას ჩვენებაში იმიტომ წერია, რომ ამ დროს დათო უკვე დაჭრილია, ბარძაყიდან სდის სისხლი. რამდენიმე წამში უკვე რეფლექსების მოდუნებას იწვევს ეს დაზიანება. ჩვენ ამ ყოველივედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ თანამონაწილეობა სახეზე არ არის. სხვა დანაშაულს რაც შეეხება, ცემის ფაქტს შეიძლება ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ. ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პროკურორ ზვიად ფხაკაძის და შსს-ს წარმომადგენლის, კახა სირაძის გამოკითხვა მიმდინარეობს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)