19:01 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-25 10:56:12, 913 ნახვა

სამართალი
თბილისში ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის 6 ფაქტი გამოვლინდა [ვიდეო]

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს  წარმომადგენლებთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ხორცპროდუქტების მწარმოებელი  ერთ-ერთი ინდ. მეწარმე, ქალაქ თბილისში  კუსტარულად მოწყობილ საამქროში ხორცპროდუქტის, ე.წ. „სუჯუკის“ წარმოებას და რეალიზაციას ახდენდა. პროდუქტის ეტიკეტზე, მის შემადგენლობაში მითითებული საქონლისა და ღორის ხორცის ნაცვლად, ბრალდებული წარმოების პროცესში ცხენის ხორცს იყენებდა.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია როგორც მზა პროდუქცია, ასევე გადასამუშავებლად გამზადებული ცხენის ნედლი ხორცი.

ამასთან, ქალაქ თბილისში გატარებული ღონისძიებების შედეგად, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს  სხვადასხვა კომპანიის კუთვნილი ხუთი საამქრო, სადაც სარეალიზაციოდ მზადდებოდა ფალსიფიცირებული ხორცპროდუქტები: სოსისი, ძეხვეული და სარდელი.

ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, რომელსაც ამ ეტაპზე შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით“, - ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics