|
2018-06-24 21:00:10, 2715 ნახვა
მსოფლიო
დათვლილი ბიულეტინების 59,79 % მონაცემებით ერდოღანს ხმათა 55%, აქვს ხოლო ინჯეს 28.95%
თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ბიულეტინების 59,79 პროცენტი დათვლილია. ამ შედეგებით, თურქეთის მოქმედ პრეზიდენტ რეჯებ თაიბ ერდოღანს ხმათა 55%, ხოლო ოპოზიციის ლიდერს "რესპუბლიკური პარტიიდან" მუჰამერ ინჯეს კი 28.95% აქვს. ამომრჩეველმა ხმა ქვეყნის მასშტაბით, 180 065 საარჩევნო უბანზე მისცა. თურქეთის კონსტიტუციის მიხედვით, თუ რომელიმე კნდიდატმა 50% ნაკლები მხარდაჭერა მოიპოვა დაინიშნება არჩევნების მეორე ტური. არჩევნებში მონაწილეობას სულ 56 მილიონზე მეტი ადამიანი მიიღებს. აღსანიშნავია, რომ თურქეთის მოქალაქეები, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან საკუთარი პოზიცია 7-დან 19 ივნისამდე დააფიქსირეს. თურქეთის პრეზიდენტობისთვის 6 კანდიდატი იბრძოლებს: მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი, "სახალხო ალიანსის" კანდიდატი რეჯეპ ტაიფ ერდოღანი, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი მუხარემ ინდჟე და დემოკრატიული პარტიის კანდიდატი სელახატინ დემირტაში, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. გარდა ამისა, 100 ათასი ხელმოწერის საფუძველზე არჩევნებში კენჭს კიდევ 3 კანდიდატი იყრის. ესენი არიან: İYİ Parti-ს წარმომადგენელი მერალ აქშენარი, Saadet Partisi-ს თავმჯდომარე ტემელ კარამალაოგლუ და Vatan Partisi-ს ხელმძღვანელი დოგუ პერინჩეკი. აღსანიშნავია, რომ 6 კანდიდატიდან ერთ-ერთი ქალია.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)