|
2018-06-23 13:50:11, 867 ნახვა
კომენტარი
ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებზე დისციპლინური პასუხისმგებლობის გავრცელების ინიციატივა დრაკონულია
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის შეფასებით, საბჭოს ყველა წევრზე დისციპლინური პასუხისმგებლობის გავრცელება, იმ არამოსამართლე წევრების წინააღმდეგა არის მიმართული, რომელიც საბჭოს ღიად აკრიტიკებს. ჯანეზაშვილმა აღნიშნულ კანონს დრაკონული უწოდა და დასძინა, რომ საბჭოს წევრი უნდა გათავისუფლდეს თანამდებობიდან მის მიერვე დანიშნული ორგანოს მიერ. "ითხოვენ, რომ საბჭოს მოსამართლე და არამოსამართლე წევრებს, ანუ აქ პირდაპირ იგულისხმება არამოსამართლე წევრები, დაეკისროთ დისციპლინური პასუხისმგებლობა და მათ შორის გახდეს გათავისუფლების საფუძველიც, თუკი მძიმე დარღვევებს ექნება ადგილი. აქ საუბარია იმაზე, რომ თუკი მე არჩეული ვარ პარლამენტის ან სხვა წევრი არჩეულია პრეზიდენტის მიერ, ის გათივისუფლდეს სადისციპლინო კოლეგიის ან პალატის მიერ და არა იმავე დამნიშნავი ორგანოს მიერ. ეს რა თქმა უნდა დრაკონული კანონია, ვინაიდან მათ ექმნებათ დისკომფორტი და პრობლემები, როცა საჯაროდ გამოგვაქვს ყველა ის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რაც საბჭოში ხდება. ამის საპასუხოდ მათ შემოიტანეს ასეთი წინადადება. წარმოდგენილი წინადადებით ცილისწამება ან ისეთი ინფორმაციის ტირაჟირება, რომელიც მათთვის მიღებელია, შეიძლება გახდეს სადისციპლინო პროცედურების დაწყების საფუძველი", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)