|
2018-06-23 11:52:09, 885 ნახვა
კომენტარი
კალაძე: არასწორი ინტერპრეტაცია ხდება, თითქოს, ვართ წინააღმდეგი სტრიტ-არტის და ამ მიმართულებით იქნება ჯარიმები
"არასწორი ინტერპრეტაცია ხდება, თითქოს, ჩვენ ვართ წინააღმდეგი სტრიტ-არტის და ამ მიმართულებით იქნება ჯარიმები", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, სტრიტ-არტის მიმართულებით ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა. „მეორე დღეა, არასწორი ინტერპრეტაცია ხდება ამ კანონის ფარგლებში, თითქოს, ჩვენ ვართ წინააღმდეგი სტრიტ-არტის და ამ მიმართულებით იქნება ჯარიმები. შეიძლება, ბევრს არც ჩაუხედავს ამ კანონში, თუ რაზეა საუბარი და ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. მე მინდა, განმარტება გავაკეთო ამასთან დაკავშირებით და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის ტყუილი, არასწორი ინფორმაცია და არასწორად ხდება ამ კანონპროექტის ინტერპრეტაცია. პირიქით, ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც ხელს უწყობენ სტრიტ-არტის განვითარებას. ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მადლობლები ვართ იმ ახალგაზრდების, ვინც უღიმღამო მიწისქვეშა თბილისი გაახალისა თავისი ნახატებით, თავისი კრეატიულობით, შემოქმედებით და იმედია, კიდევ ბევრ უსახურ კედელს თუ სივრცეს გაახალისებენ და ჩვენი მხრიდან იქნება მხოლოდ და მხოლოდ თანადგომა ამ მიმართულებით”, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მერიის ინიციატივა მხოლოდ თბილისში წლობით გაკრულ პლაკატებს და განცხადებებს ეხება.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)