|
2018-06-22 19:10:32, 916 ნახვა
კომენტარი
ხოშტარია: თუ „ოცნება“ აპირებს, მუშაობაში ხელოვნური ბარიერები შექმნას, პირდაპირ ვეტყვი, რომ არაფერი გამოუვათ
ხოშტარია: თუ „ოცნება“ აპირებს, მუშაობაში ხელოვნური ბარიერები შექმნას, პირდაპირ ვეტყვი, რომ არაფერი გამოუვათ „ქართული ოცნება“ თუ აპირებს, რომ ხელოვნური ბარიერები შექმნას მუშაობაში, პირდაპირ ვეტყვი, რომ არაფერი გამოუვათ“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ და დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა ელენე ხოშტრიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მანვე აღნიშნა, რომ კომისიის უმრავლესობამ მიიღო აბსოლუტურად ობიექტური გადაწყვეტილება ექსპერტების დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით. „ჩვენ შემოვიღეთ ექსპერტების დაქირავების სამართლიანი წესი, ჩვვენ შეგვეძლო შემოგვეღო წესი, როდესაც უმრავლესობით გადაწყდებოდა ვინ იქნებოდა ექსპერტი და მაშინ მოგეხსენებათ, რომ უმრავლესობაში ვართ ჩვენ და არ გავითვალისწინებდით „ოცნების“ სურვილს მათი ექსპერტების დაკომპლექტებაში. ეს ჩვენ არ გავაკეთეთ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ და „ოცნება“ ვერასდროს ვერ შევთანხმდებით ობიექტურ შეფასებაზე ადამიანების და ვთქვით, რომ ვინც იღებს პასუხისმგებლობას თავის ექსპერტზე, მოიყვანოს და ყველას აქვს დღეს ამის საშუალება. როდესაც ამდენი კითხვა და პრეტენზია მოვისმინეთ გამოძიების მიმართ, ამაზე იმსჯელოს ბესელია იქნება თუ ვინმე სხვა, ეს უფრო საინტერესო იქნება, ვიდრე იაფფასიანი მცდელობა, რომ ტექნიკური ბარიერი შეუქმნან კომისიას, ეს არ გამოუვათ“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ. შეგახსენებთ, კომისიის სხდომაზე ექსპერტების მიწვევის წესთან დაკავშირებით დეპუტატებს შორის კამათი მოხდა. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ აღნიშნა, „ევროპულმა საქართველომ“ კონკრეტული ექსპერტები კომისიაში ისე მიიწვია, რომ დანარჩენი წევრებისთვის არ უთქვამთ, რაც მისი განმარტებით, რეგლამენტის დარღვევაა.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)