|
2018-06-22 15:07:59, 1017 ნახვა
კომენტარი
ტატო გეთია - შსს-ს ინფორმაცია, რომ „ბასიანში“ სამართალდამცველები ორმხრივი შეთანხმებით მივიდნენ, სიცრუეა
„ეს არის მტკნარი სიცრუე, ტყუილი და ცილისწამება“, - ასე ეხმაურება „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ტატო გეთია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ კლუბში სამართალდამცველების შესვლა ორმხრივი შეთანხმებით მოხდა. მისი თქმით, ამ დროისთვის უწყების თანამშრომლები კლუბის ოფისში იმყოფებიან, თუმცა ჯერჯერობით არაფერს აკთებენ. „ეს არის გაგრძელება იმ წნეხის, იმ კამპანიის და იმ მასკარადის, რაც „ბასიანის“ წინაღმდეგ თვეები მიმდინარეობდა, რომელიც დაგვირგვინდა „შავი პარასკევით“ და როდესაც სხვანაირად საქმე ვერ შეკერეს, ახლა სხვა მეთოდებზე გადავიდნენ“, - განაცხადა გეთიამ. რაც შეეხება შსს-ს, უწყებაში განმარტეს, რომ კლუბის ოფისში გარკვეული დოკუმენტაციის ამოღება ხდება. "არანაირი ჩხრეკა არ მიმდინარეობს. ორივე მხარის შეთანხმებით ხდება გარკვეული დოკუმენტების ამოღება და გაფორმდება შესაბამისი ოქმი", - აცხადებენ შსს-ში.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)