|
2018-06-22 12:33:10, 832 ნახვა
სამართალი
სარალიძე: მირზა სუბელიანი მირეკავდა, მიბოდიშებდა და მიმეორებდა, ალბათ რაღაც შეცდომა დავუშვი ბავშვის აღზრდაშიო
„მირზა სუბელიანი იყო მოსული ჩემს სახლში, ბიბლია და წმინდა გიორგის ხატი გადმოგვცა საჩუქრად“, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ საგამოძიებო კომისიასთან შეხვედრის დროს ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სუბელიანის მასთან მისი შვილის დაკითხვის შემდეგ მივიდა. „მირზა სუბელიანი ჩემთან იყო სახლში მოსული, ოღონდ ეს მოხდა მისი შვილის დაკითხვის შემდეგ, მომიბოდიშა იქაც სასამართლო პროცესზე, მომისამძიმრა. სახლში როცა იყო მოსული, სამწუხაროდ, მე არ ვიყავი, ჩემი მეუღელე იყო. ბიბლია გადმოგვცა საჩუქრად და წმინდა გიორგის ხატი ბავშვის სახელზე, დანარჩენი არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა ჩვენს შორის. ტელეფონით მირეკავდა ზუსტად იმ პერიოდში, სანამ სახლში მოვიდოდა, ისევ და ისევ მიბოდიშებდა და მიმეორებდა, რომ ალბათ რაღაც შეცდომა დავუშვი ბავშვის აღზრდაშიო“,- აღნიშნა ზაზა სარალიძემ. შეგახსენებთ, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანის დაკავებას რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა. 9 ივნიის, სუბელიანი შსს-მ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავა. სუბელიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)