|
2018-06-21 15:15:36, 763 ნახვა
კომენტარი
მეუფე პეტრე: უკრაინას უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ეკლესია და დამპყრობელი ქვეყნის პირველ იერარქს არ უნდა იხსენიებდეს ლოცვებში
„ჩემი პოზიციაა, რომ უკრაინას, უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ეკლესია და დამპყრობელი ქვეყნის პირველ იერარქს არ უნდა იხსენიებდეს ლოცვებში“, - ამის შესახებ ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ჟურნალისტებს სინოდის სხდომის შემდეგ განუცხადა. როგორც მეუფემ აღნიშნა, სხდომაზე უკრაინის ავტოკეფალიის საკითსაც შეეხო საუბარი, თუმცა მისი განმარტებით, საბოლოო პოზიცია ჯერ კონსტანტინოპოლმა უნდა დააფიქსიროს. „ამ თემაზე კონსტანტინოპოლი მუშაობს და ჩვენს ასევე პარალელურ რეჟიმში ვიფიქრებთ და ვიმუშავეთ ისე როგორც სათნო იქნება ღვთისთვის. ჩემი პოზიციაა, რომ ზოგადად უკრაინას, 40-მილიონიან დამოუკიდებელ ქვეყანას, უნდა ჰქონდეს დამოუკიდებელი ეკლესია და დამპყრობელი ქვეყნის პირველ იერარქს არ უნდა იხსენიებდეს ლოცვებში, არ უნდა ექვემბდებარებოდეს მას ეკლესიურად. მაგრამ პროცესუალურად, ეს საკითხი რა თქმა უნდა ძალიან გაიწელება დროში“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)