|
2018-06-20 18:41:07, 868 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე ბოკერიას: გიორგი კვირიკაშვილი ბევრ ინიციატივას იზიარებდა და ერთობლივადაც ბევრი გაგვიკეთებია
„გიორგი კვირიკაშვილი ძალიან ბევრ ინიციატივას იზიარებდა და ბევრი ინიციატივა ერთობლივადაც გაგვიკეთებია“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიგა ბოკერიას შეკითხვას პრემიერ-მინისტობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე. ბოკერიამ ბახტაძეს ჰკითხა, რომელი ინიციატივების განხორციელებაში უშლიდა ხელს გუნდს ყოფილი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი. „გიორგი კვირიკაშვილი ძალიან ბევრ ინიციატივას იზიარებდა და ბევრი ინიციატივა ერთობლივადაც გაგვიკეთებია. ჩვენ გვაქვს ჩვენი კონკრეტული ხედვა, რომელიც მოიცავს ძალიან ბევრ მიმართულებას, ჩვენ გვჭირდება ძალიან აქტიურად განვავითაროთ ბევრი სხვა კომპეტენციები, მე იმის განცხადებაც გავაკეთე, თუ რა სხვაობაა ოთხპუნქტიან გეგმასა და იმ სტრატეგიას შორის, რომელიც 5 პრინციპს ემყარება. ოთხპუნქტიანი გეგმა არის განუყოფელი ნაწილი ჩვენი პროგრამის, მაგრამ ჩვენ ახალ სტრატეგიაში დავუმატეთ მას ძალიან ბევრი კომპონენტი, რომელიც ითვალისწინებს იმ გამოწვევებს, რაც გვაქვს დღეს საქართველოში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)