|
2018-06-20 17:55:18, 704 ნახვა
კომენტარი
ბახტაძე კანდელაკს: 7 თვის განმავლობაში ვიყავი მინისტრი და შეგიძლიათ დაითვალოთ, რამდენჯერ მოვედი პარლამენტში
„მე ვიქნები ძალიან აქტიური პარლამენტთან მუშაობაში“, - ასე უპასუხა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამაუკა ბახტაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი კანდელაკის შეკითხვას. კანდელაკმა ბახტაძეს ჰკითხა, დებს თუ არა პირობას, რომ საკანონმდებლო ორგანოში თვეში ერთხელ მაინც მივა. „ვივლი თუ არა მე პარლამენტში? ბატონო გიორგი, გუშინ მე ძალიან ფუნდამენტური პასუხი გაგეცით ამ შეკითხვაზე. მე ვფიქრობ, რომ ამ შეკითხვას ჩემს მიმართ ნამდვილად არ აქვს ვალიდურობა თქვენი მხრიდან. მე ვიყავი მინისტრი 7 თვის განმავლობაში და შეგიძლიათ დაითვალოთ, რამდენჯერ ვიყავი პარლამენტში, მათ შორის ჩემი ინიციატივით გამოვთქვი სურვილი, რომ შევხვედროდი თქვენს პოლიტიკურ გუნდს და ჩემი მიზეზით ნამდვილად არ იყო რომ ვერ მოხდა ამ შეხვედრის ორგანიზება, ეს მიუთითებს ჩემს განწყობაზე პარლამენტთან ურთიერთობაში, მე ვიქნები ძალიან აქტიური პარლამენთან მუშაობაში“, - მიმართა ბახტაძემ კანდელაკს.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)