|
2018-06-20 11:25:22, 2124 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო დატოვა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო დატოვა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ქვეყნის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა. „როდესაც ორგანიზაცია ჩვენს და ჩვენი მოკავშირეების ინტერესებს ძირს უთხრის, ვერ ვიქნებით მისი მონაწილეები“, - განმარტა პომპეომ სახელმწიფო დეპარტამენტში გამოსვლისას. მისი თქმით, გაეროში აშშ-ის წარმომადგენელი, ნიკი ჰეილი მთელი წლის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა საბჭოს რეფორმირებას. ამასთან, ნიკი ჰეილიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს საბჭო ადამიანის უფლებათა დამრღვევებს იცავს. „აშშ ოფიციალურად ტოვებს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს, ვინაიდან ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ჩვენ ვამბობდით, რომ გავაკეთებთ ამას, თუ პროგრესს ვერ დავინახავთ. უკვე დიდი ხანია რაც ეს საბჭო ადამიანის უფლებების დამრღვევთა დამცველი და პოლიტიკურად ანგაჟირებული გახდა. სამწუხაროდ, ახლა ნათელი გახდა, რომ ჩვენ მოწოდებებს ამ ორგანოს რეფორმირების შესახებ ყურადღება არავინ მიაქცია. ადამიანის უფლებების დამრღვევები რჩებიან საბჭოს შემადგენლობაში. მსოფლიოში ყველაზე არაადამიანური რეჟიმები კვლავ აყალიბებენ კრიტიკულ დღის წესრიგს, საბჭო კი კვლავ იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ნიკი ჰეილიმ. შტატებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ ოფიციალური ვაშინგტონის საიმიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა. გაერო-მ აშშ-ისა და მექსიკის საზღვარზე ოჯახების განცალკევება დაგმო.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)