|
2018-06-19 17:30:43, 778 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი: კომერციული პალატების შესახებ კანონი მზადაა
იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, კომერციული პალატების შესახებ კანონი მზადაა. ამის შესახებ მან მთავრობის შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების ფორმატში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა „მომავალში ჩვენ ვგეგმავთ მართლმსაჯულების რეფორმაზე მუშაობის გაგრძელებას. როგორც იცით, ე.წ. მე-4 ტალღა მიჰყავს პარლამენტს, მაგრამ ჩვენი, იუსტიციის სამინისტროს, კომპონენტი ამ მეოთხე ტალღაში, ასევე, ვფიქრობ, არის მნიშვნელოვანი. ეს ეხება კომერციული პალატების საერთო სასამართლოების სისტემაში შემოღებას; ეს არის მთავრობის ამ შემადგენლობის პროგრამაშიც, კანონპროექტი მზადაა და როგორც კი დაინტერესებულ მხარეებთან გაიხსნება კონსულტაციები და შევჯერდებით საბოლოო რედაქციაზე, ის წარმოდგენილი იქნება თქვენ წინაშეც. ეს გაამარტივებს ბიზნესდავების განხილვას უფრო სწრაფად, უფრო სამართლიანად და უფრო კომპეტენტურად ჩვენივე საერთო სასამართლოების სისტემაში. რაც შეეხება დანარჩენ კომპონენტებს მეოთხე ტალღისა, რა თქმა უნდა, პარლამენტის მიერ ჩამოყალიბებულ ფორმატში ჩვენ ვთანამშრომლობთ და კიდევ უფრო აქტიურად ვითანამშრომლებთ, რათა ის დარჩენილი ხარვეზები ამ სისტემაში რაც შეიძლება მალე იქნეს აღმოფხვრილი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
(NS)
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)