|
2018-06-19 13:53:23, 993 ნახვა
სამართალი
სასჯელაღსრულების სამინისტრო პატარა ციხეების მოდელზე გადადის
„ჩვენ გადავწყვიტეთ, გადავიდეთ პატარა ციხეების მოდელზე“, - ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პატარა ციხეები მართვის კუთხით უფრო ეფექტურია. „ჩვენ გადავწყვიტეთ, გადავიდეთ პატარა ციხეების მოდელზე. შემუშავდა და მზად არის პატარა ციხის პროექტი, იმიტომ, რომ სამართავად უფრო ეფექტურია. დაახლოებით ერთი და იგივე პროექტით, ჩვენ დავიწყებთ არაუმეტეს 500-კაციანი ციხეების მშენებლობას“, -განაცხადა სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა. შეგახსენებთ, პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა დაიწყო. დილიდან მინისტრობის კანდიდატები დეპუტატების წინაშე კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე წარდგნენ. ამ დროისთვის მათ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები უსმენენ. მოგვიანებით ისინი პარლამენტში წარმოდგენილ ოფიზიციურ პარტიებს შეხვდებიან.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)