|
2018-06-19 11:18:39, 940 ნახვა
სამართალი
ზუგდიდში ძმამ და დაჭრა
ზუგდიდში ძმამ და დაჭრა. არსებული ინფორმაციით,შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. შემთხვევა ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციის სამმართველოს სიახლოვეს მოხდა. სამართალდამცავებმა დაჭრაში ბრალდებული ძმა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა ნიკა ჭეჟიამ განუცხადა, ახალგაზრდა გოგონას ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული. მისი თქმით, ამ დროისთვის პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „ახალგაზრდა ქალი შემოყვანილი იქნა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მიერ. ქალბატონს აღენიშნებოდა ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე. ამ დროისთვის პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ნიკა ჭეჟიამ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 117-ე მუხლით დაიწყო (ოჯახური ძალადობით ჩადენილი ჯანმრთელობისთვის განზრახ მძიმე დაზიანება, რაც 3-დან 6 წლამდე თვისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)