10:29 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-18 15:23:10, 891 ნახვა

რეგიონი
ხმაური და დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში - პოლიციამ ენმ-ის დეპუტატები შენობაში არ შეუშვა

ოზურგეთის საკრებულოს შენობაში დაპირისპირება მოხდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, რომლებიც პარტიის წევრის, ბესო ქათამაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, დილიდან საპროტესტო აქციას მართავენ, შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს. აღნიშნულს აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.

ენმ-ს საკრებულოს დეპუტატები - ბესო ქათამაძე და დავით მჟავანაძე, აცხადებენ, რომ სამართალდამცველები მათ საკუთარ კაბინეტებში შესვლის უფლებას არ აძლევენ.

ადგილზე შეკრებილები რიგგარეშე სხდომის ჩატარებას და მანდატების ჩამორთმევას ითხოვენ იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც მათ თანაგუნდელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათი ერთ-ერთი მოთხოვნა ასევე საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომაა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

შეგახსენებთ, 15 ივნისს, ოზურგეთის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ბესო ქათამაძემ განაცხადა, იგი „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ოფისში დაიბარეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ „ოცნების“ დეპუტატს ტარიელ აროშიძეს ბრალი წარუდგინა სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცემას გულისხმობს.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics