|
2018-06-18 13:18:53, 850 ნახვა
რეგიონი
ენის შემწავლელი კურსები აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაგრძელდება
კურორტ გოდერძიზე უცხოელ ტურისტებთან კომუნიკაციის გამარტივების მიზნით დაწყებული ინგლისური ენის კურსები დასრულდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა „ტურიზმის განვითარების სკოლის“ ფარგლებში კურორტზე და მის მიმდებარედ სოფელ დანისპარაულში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების 30-ზე მეტი თანამშრომელი გადაამზადა. დეპარტამენტის ცნობით, ენის კურსებისას მონაწილეებმა შეისწავლეს ის ძირითადი, საბაზისო საკომუნიკაციო ინგლისური, რომელიც სტუმარმასპინძლობისას ტურისტებისთვის სერვისების შეთავაზების, გაყიდვისა და მომსახურებისას სჭირდებათ. „კურორტ გოდერძის ტურისტული მიმართულება დიდი პოპულარობით სარგებლობს და იქ განსაკუთრებით დადგა ენის შესწავლის აუცილებლობა. კურსის ძირითადი მიზანია სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში არსებული მარტივი საკომუნიკაციო უნარებით აღვჭურვოთ ის მოქალაქეები, რომლებსაც უკვე ინტენსიური შეხება აქვთ უცხოელ ტურისტებთან. ჩვენ ასევე, ვამზადებთ სასწავლო ვიდეოგაკვეთილებს CD-ის სახით, რომლებიც მთლიანად იქნება მორგებული სტუმარმასპინძლობის თემატიკაზე. ვიდეოგაკვეთილები საშუალებას მისცემს ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს თავისუფალ დროს, დამოუკიდებლად განამტკიცონ ცოდნა, ტერმინები და ფრაზები რაც ტურისტებთან ურთიერთობისთვისაა აუცილებელი. ჩვენ ეს პროექტი წელს პირველად დავიწყეთ, თუმცა მის გაგრძელებას აუცილებლად ვგეგმავთ სხვა ტურისტულად აქტიურ მუნიციპლიტეტებში. ეს არ არის მხოლოდ ენის კურსები, ის ამავე დროს ტურიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებაცაა. კურორტ გოდერძზე აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის შენება, რაც იმას გარანტია, რომ რამდენიმე წელში კურორტი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება არამხოლოდ საქართველოს მასშტაბით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ჩვენ გვინდა ეს პერიოდი მაქსიმალურად გამოვიყენოთ იმისათვის, რომ ადგილობრივები სრულად ყველა კუთხით იყვნენ მზად ტურისტების დიდი ნაკადების მისაღებად“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა. 2017-2018 წლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის პროექტის, „ტურიზმის განვიათერბის სკოლა“ ფარგლებში, აჭარაში ტურიზმის სექტორში დასაქმებული 1000-მდე ადამიანი გადამზადდა.
(NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)