|
2018-06-16 13:28:13, 569 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ორი ფართომასშტაბიანი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო
აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ორი ფართომასშტაბიანი პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. პროექტის მესამე ფაზის დაწყების შესახებ ერთობლივი განცხადება გააკეთეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველოს ვიცე-პრემიერისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ ჯანელიძემ, ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში ქრისტიან დანიელსონმა სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ. პროექტის პრეზენტაცია ქობულეთში, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრში ჩატარდა, სადაც წარმოდგენილი იყო ENPARD-ის და გაეროს მიერ დაფინანსებული ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია. როგორც ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, აგროსერვის ცენტრში წარმოდგენილი ნაწარმი, ისევე როგორც იქ არსებული სასათბურე მეურნეობები, არის გაეროს განვითარების პროგრამის ერთ-ერთი კონკრეტული და წარმატებული შედეგი საქართველოში. „სასიხარულოა, რომ დღეს აქ წარმოდგენილი პროდუქცია თავს იმკვიდრებს არა მხოლოდ ქართულ, არამედ უცხოურ ბაზარზეც. ეს კი შესაძლებელი გახდა სწორედ ჩვენი ევროპელი პარტნიორების უპრეცედენტო მხარდაჭერის შედეგად, იმ პროგრამების შედეგად, რომელსაც ევროკავშირი და გაერო საქართველოში სოფლის განვითარებისთვის ახორციელებს“, - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ და მადლობა გადაუხადა ENPARD-ის წარმომადგენლებს რეგიონში ახალი პროექტების დაწყებისთვის. ENPARD-ის მესამე ფაზის ფარგლებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორი ფართომასშტაბიანი პროექტი 2018-2022 წლებში განხორციელდება და მხარს დაუჭერს სოფლის განვითარებას (10 მილიონი ევრო) და მდგრადი სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებას (12 მილიონი ევრო). ინიციატივებს განახორციელებს გაეროს ორი სააგენტო - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით.
(NS)
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)