|
2018-06-14 11:41:08, 2220 ნახვა
მსოფლიო
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ პალესტინელთა მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ პალესტინელთა მხარდამჭერი რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით მიიღო. ასამბლეამ პალესტინელების წინააღმდეგ ძალის გამოყენება დაგმო. აღნიშნულ საკითხზე რეზოლუციას მხარი 120-მა ქვეყანამ დაუჭირა. წინააღმდეგი 8 ქვეყანა იყო, მათ შორის ისრაელი. ასამბლეის 45-მა წევრმა თავი შეიკავა. ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციის ასამბლეამ გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტიერეშს პალესტინელების ტერიტორიის „დაცვის საერთაშორისო მექანიზმის“ გამოყენება შესთავაზა. გენერალური ასამბლეის რეზოლუციის ტექსტი ალჟირის, თურქეთისა და პალესტინის მიერ იყო ინიცირებული. გაერო-ში ისრაელის წარმომადგენელმა, დანი დანონმა განაცხადა, რომ რეზოლუცია მისი ქვეყნისთვის თავდაცვის უფლების ჩამორთმევის მცდელობაა. ამასთან ერთად მან აღნიშნა, რომ რეზოლუციის სასარგებლოდ ხმის მიცემის შემთხვევაში ისინი რადიკალურ მოძრაობა „ჰამასს“ გააძლიერებენ. ასევე, გენერალურ ასამბლეაზე აშშ-მ რეზოლუციისთვის ერთი პუნქტის დამატების მცდელობის დროს მარცხი განიცადა. შტატები მოითხოვდა, რომ დოკუმენტში დაემატებინათ პუნქტი, რომელიც მოძრაობა „ჰამასის“ ქმედებებს დაგმობდა. თუმცა რეზოლუციაში ცვლილების შესატანად ხმების ორი-მესამედი იყო საჭირო. მას კი მხარი მხოლოდ 62-მა ქვეყანამ დაუჭირა. „ეს აბსოლუტურად ცალმხრივი რეზოლუციაა. მასში საერთოდ არ არის ნახსენები „ჰამასი“, რომლის ტერორისტებიც რეგულარულად ახდენენ ღაზას სექტორში ძალადობის ინიცირებას“, - განაცხადა კენჭისყრის წინ გაერო-ში აშშ-ს ელჩმა ნიკი ჰეილიმ. რეზოლუცია მოითხოვს ისრაელისგან „პალესტინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გადამეტებული, არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავოს“. ცნობისთვის, 2018 წელს ისრაელისა და ღაზას სექტორის საზღვარზე ებრაელ ჯარისკაცებსა და პალესტინელებს შორის მომხდარ დაპირისპირებებს, სულ მცირე 129 პალესტინელი ემსხვერპლა.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)