|
2018-06-13 20:59:48, 673 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე: გადადგომის მომენტშიც კი, მთავრობა არის არაადეკვატური და ვერ ხედავს იმ პრობლემებს, რომელიც ქვეყანაშია
„კვირიკაშვილმა ღიად დაასახელა, რომ ის მიდის ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოების გამო, რომელიც არის ამ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილების მიმღები“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ მთავრობის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად გამოსავალი არა სახელების და გვარების, არამედ მმართველი გუნდის შეცვლაა. „პრემიერ-მინისტრის ბრიფინგიდან ნათლად გამოჩნდა ორი რამ. პირველი, მან ღიად დაასახელა, რომ ის მიდის ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოების გამო, რომელიც არის ამ ქვეყანაში ყველა გადაწყვეტილების მიმღები. და მეორე, მან ისაუბრა ამ ქვეყნის ეკონომიკურ და სხვა ტიპის წარმატებებზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გადადგომის მომენტშიც კი მთავრობა არის არაადეკვატური და ვერ ხედავს იმ პრობლემებს, რომელიც დღეს არსებობს ქვეყანაში. ამიტომ ამ ყველაფერიდან გამოსავალი არის მხოლდო ერთი - ეს არ არის სახელების და გვარების ცვლილება, გამოსავალი არის მთლიანად იმ გუნდის ცვლილება, რომელსაც არ შეუძლია ქვეყნის წინ წაყვანა, ქვეყნის ნორმალურად მართვა და არჩევნების გზით, მშვიდობიანად, ქვეყნის სათავეში იმ გუნდის მოსვლა, რომელიც შეძლებს საქართველოს განვითარებას, სიღარიბის დამარცხებას და ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, რის შედეგადაც, უფლებამოსილება მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრს შეუწყდა. ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გამოსცა. პრემიერ-მინისტრობის ახალი კანდიდატი მმართველმა გუნდამ პრეზიდენტს 7 დღის ვადაში უნდა წარუდგინოს.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)