|
2018-06-13 13:50:23, 825 ნახვა
სამართალი
კობახიძე - მარნეულში მომხდარ ინციდენტში, სავარაუდოდ, პარლამენტის დეპუტატიც იყო გარეული
მარნეულში მომხდარ ინციდენტში, გარდა ადგილობრივი თანამდებობის პირებისა, სავარაუდოდ, გარეული იყო ასევე საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი წევრი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პლენარულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პარლამენტში დეპუტატ აზერ სულეიმანოვთან დაკავშირებით, მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებისგან წერილი შევიდა. კობახიძემ დეპუტატებს აღნიშნული წერილი გააცნო: „შემოსულია წერილი მთავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებლისგან ბატონი მამუკა ვასაძისგან. წერილი არის შემდეგი შინაარსის: „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილისა და პარლამენტის რეგლამენტის მე-20 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, გაცნობებთ, რომ 2018 წლის 13 ივნისს, 11 საათზე, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, პროკურატურის შესახებ საქართველოს მე-9 მუხლის მესამე ნაწილის „დ“ პუნქტით, მთავარი პროკურორისათვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, გამოტანილი იქნა დადგენილება საქართველოს პარლამენტის წევრის, აზერ სულეიმანოვის ბრალდების შესახებ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის“. მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, თანამდებობისა, აუცილებელია ამ ძალიან მძიმე დანაშაულის თითოეული მონაწილის დასჯა და ამას უნდა ქონდეს პრეცედენტული მნიშვნელობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. შეგახსენებთ, საქმე ეხება მარნეულში მოქალაქე ე.ა-ს მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტს, რომლის შესახებაც რეპორტაჟი „სტუდია მონიტორმა“ მოამზადა. სავარაუდოდ, სწორედ ამ ინციდენტთან დაკავშირებით მოხდა მარნეულის მერის, თემურ აბაზოვის დაკავება.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)