|
2018-06-13 11:10:21, 954 ნახვა
სამართალი
ქრთამის აღების ფაქტზე საგარეჯოს საკრებულოს წევრი და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი კონსტანტინე ღ. და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელი გელა მ. დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 14 ჰექტარი მიწის და მასზე არსებული ტბის გრძელვადიანი იჯარით გადაცემაში დახმარების სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს 280 000 აშშ დოლარი. სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა კონსტანტინე ღ. და გელა მ. მოთხოვნილი ქრთამის ნაწილის – 30 000 აშშ დოლარის აღების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)