|
2018-06-13 11:03:48, 924 ნახვა
სამართალი
მეზვრიშვილი - დაგვავიწყდა, რომ საუბარია მოზარდებზე და ისე ითხოვენ მათ დაკავებას, არ ფიქრობენ, გვაქვს კი საამისო მტკიცებულებები
„ჩვენ, ყველას დაგვავიწყდა, რომ საუბარია მოზარდებზე. დღეს ადამიანები გამოდიან და ისე ითხოვენ, მათ შორის, მოწმის და ბრალდებულის სტატუსით მოზარდების დაკავებას, რომ არ ფიქრობენ, გვაქვს კი საიმისო მტკიცებულებები, რომ კონკრეტული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დავიწყოთ“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ერთი მოწმის ჩვენება და ერთი მტკიცებულება ადამიანების დასაკავებლად საკმარისი არ არის. „გამოძიებას სერიოზულად უნდა მივუდგეთ, იმიტომ, რომ ვიღაცეების მოსაზრებით, და თუნდაც, შინაგანი რწმენით, თუნდაც ჩემი საგამოძიებო უწყების, თუნდაც პროკურორის, თუნდაც მოსამართლის შინაგანი რწმენით, თუნდაც ეჭვებით, რომ ვიღაც არის მკვლელი - ასე, პირის არც დაკავება ხდება, არც ბრალის წარდგენა და არც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ. ერთი მოწმის ჩვენება და ერთი მტკიცებულება, მათ შორის, ირიბი მტკიცებულება, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანები დავაკავოთ. შეგახსენებთ, საუბარია მოზარდებზე, რაც, სხვათაშორის, ყველას დაავიწყდა და ჩემთვის, პირადად, იმ ადამიანისთვის, რომელსაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი, ძალიან მძიმე საყურებელი და მოსასმენია ეს ყველაფერი. ჩვენ, ყველას დაგვავიწყდა, რომ საუბარია მოზარდებზე. დღეს ადამიანები გამოდიან და ისე ითხოვენ, მათ შორის, მოწმის და ბრალდებულის სტატუსით მოზარდების დაკავებას, რომ არ ფიქრობენ და არ კითხულობენ, გვაქვს კი საიმისო მტკიცებულებები, რომ კონკრეტული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დავიწყოთ, დავაკავოთ და ბრალი წავუყენოთ“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)