|
2018-06-12 18:41:40, 838 ნახვა
კომენტარი
ოთარ დანელია: შეხვედრაზე სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დასრულდა. როგორც სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ოთარ დანელიამ განაცხადა, შეხვედრაზე Unicef-ის კვლევაზე ისაუბრეს. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებებს, დანელია აცხადებს, რომ ცვლილებებზე მსჯელობა არ ყოფილა. „საუბარი იყო სტატისტიკურ მონაცემებზე, რომელიც გამოქვეყნდა. სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ვინაიდან ეს იყო შიდა შეხვედრა, რა თქმა უნდა არ არის სწორი ამ შეხვედრაზე გარეთ საუბარი. ამიტომ მე თავს შევიკავებ პოზიციის დაფიქსირებისგან. მაგრამ, უახლოეს მომავალში აუცილბელად დავაფიქსირებ ჩემს პირად პოზიციას“, - განაცხადა ოთარ დანელიამ. შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა 3 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც ცნობილი იყო, შეხვედრაზე მათ საკადრო ცვლილებებზე უნდა ემსჯელათ. ამასთან, დღეს „ექსპრესნიუსს“ სანდო წყარომ განუცხადა, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თანამდებობებს ტოვებენ
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)