|
2018-06-12 15:08:03, 774 ნახვა
კომენტარი
ნუკრი ქანთარია: ვფიქრობ, რომ ცვლილებების დრო დგება
„პროცესებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ცვლილებების დრო დგება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში განვითარერებულმა მოვლენებმა აჩვენა ბევრი ისეთი პრობლემა, რომელიც გადაწყვეტას საჭიროებს. ”ვერაფერს გეტყვით, ყურში არავის უჩურჩულებია ჩემთვის, არც პირადად არ უთქვამს. დღეს არის სხდომა და ვნახოთ, რა საკითხზე იქნება. უმრავლესობაში შიგადაშიგ ყოველთვის ხდება ხოლმე ასეთი შეხვედრა უკვე პარტიის თავმჯდომარესთან ერთად და ერთ-ერთი შეხვედრაა დღეს. საერთოდ, პროცესებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ცვლილებების დრო დგება, მაგრამ კონკრეტულად რომელი, როგორ, რანაირად, ამაზე ახლა პასუხს არ გაგცემთ. ვერ გეტყვით პრემიერის დონეზე ცვლილების საჭიროება დგას თუ არა, მაგრამ ცვლილება შიგნით იქნება ეს თუ გამოიწვევს კადრების გადაადგილებას, შესაძლებელი მგონია, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე საჭიროა განახლება. მიმდინარე პროცესებმა ბევრი რამე გააშიშვლა, აჩვენა ბევრი ისეთი პრობლემა, რომელიც საჭიროებს გადაწყვეტას და არა თვალის დახუჭვას“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ. შეგახსენებთ, „ექსპრესნიუსს“ სანდო წყარომ განუცხადა, რომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი თანამდებობებს ტოვებენ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)