|
2018-06-12 11:36:02, 2956 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ბირთვული განიარაღების შეთანხმებას ხელი მოაწერეს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ისტორიული სამიტის დასრულების შემდეგ, კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, „სინგაპურში ხელმოწერილი დოკუმენტი ყოვლისმომცველია“. მისივე თქმით, ძალიან მალე დაიწყება აშშ-ჩრდილოეთ კორეის ურთიერთობების შემდგომი განვითარების პროცესი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ორი ქვეყნის ლიდერებმა, ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს აშშ-ჩრდილოეთ კორეის ახალი ურთიერთობების დამყარების თაობაზე. პრეზიდენტმა ტრამპმა პასუხისმგებლობა აიღო უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, თავმჯდომარე კიმ ჩენ ინმა დაადასტურა მისი მტკიცე და ურყევი ვალდებულება კორეის ნახევარკუნძულის სრული ბირთვული განიარაღების შესახებ“. „ჩვენ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს და ვამაყობთ იმით, რაც დღეს მოხდა", - აღნიშნა ტრამპმა.
თავის მხრივ, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა განაცხადა, რომ მსოფლიო დიდი ცვლილებების მომსწრე გახდება.„ჩვენ გადავწყვიტეთ წარსული უკან მოვიტოვოთ“, - განაცხადა კიმ ჩენ ინმა. ასევე, აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მზად არის ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი თეთრ სახლში დაპატიჟოს. მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანია. „ჩვენ შესანიშნავი დღე გავატარეთ და ბევრი რამე გავიგეთ ერთმანეთზე და ჩვენს ქვეყნებზე. მე გავიგე ის, რომ კიმი ძალიან ნიჭიერი ადამიანია. მას ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა“, - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა. დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი ერთმანეთს სინგაპურში კუნძულ სენტოსაზე, ადგილობრივი დროით 9 საათზე, სასტუმრო კაპელაში შეხვდნენ. შეხვედრა დაახლოებით 50 წუთს გაგრძელდა და მას მხოლოდ თარჯიმანი ესწრებოდა. ამის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერებს მაგიდასთან დელეგაციების სხვა წევრებიც შეუერთდნენ.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|






epn.ge (@expressnews.ge)